რუსული მედიის ინფორმაციით, სამხედრო კრეისერი “მოსკოვი” ჩაიძირა, შტორმის დროს, დანიშნულების ადგილამდე ბუქსირებისას. რუსული წყარო წერს, რომ გემი ჩაიძირა საბრძოლო მასალის აფეთქებისას მიღებული დაზიანების გამო. მედია ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით აკეთებს. მათივე ცნობით, გემს დაუზიანდა კორპუსი და ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა, თუმცა ეკიპაჟის გადარჩენა მოახერხეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, იგივე სამინისტრო აცხადებდა, რომ კრეისერი გადარჩა, მისი ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ არის დაზიანებული და მოხერხდება მისი ნავსადგურამდე გადაყვანა.
შეგახსენებთ, სამხედრო გემ “მოსკოვის” განადგურების შესახებ, ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, მედიის ცნობით, მას ორი ჭურვი მოხვდა და გემზე იყო ხანძარი.
კომენტარები