ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის არარსებობის პირობებში ურაპატრიოტული, ანტიეროვნული (იგივე, რაც პრორუსული) ძალები ცდილობენ წარმოჩნდნენ, როგორც ძალა, რომელიც ეროვნულ-ნაციონალური ინტერესების სადარაჯოზე დგას. რადგან ამ ძალების ისტორიულად გარყვნილი „ნასტავნიკები“ საუკეთესო თემად „გარყვნის“ წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევენ მუდმივად, ქართველ ურაპატრიოტ რადიკალთა „ლიგა“, “ლოჟა” და „ორდენიც“ სექსუალურ უმცირესობებს უპირისპირდება, როგორც ქვეყნის დამღუპველებს. ამ თემის წამოწევითა და მის წინააღმდეგ „ბრძოლით“ ცდილობენ მოიხვეჭონ ეროვნული ძალების სახელი. მათი “მტერს” სწორედ ეს სახიერება უნდა შეუქმნან, შეუთხზან – სხვა დანარჩენი – ფაშისტიც კი ჩვენთან ლაითად მუშაობს, მოღალატეც საყველპურო ბრალდებაა. მთავარია, რომ მტერი “ისეთი” იყოს, ან უნდა “შექმნა”, “შეფუთო” ისეთად…. ჩვენ არ ვართ მოქალაქეთა ერთობა – რა დავით აღმაშენებელი, რის ტოლერანტობა, რა სამოქალაქო პოლიფონია – ანუ, რა nation.
ის, რომ ჩვენ ამ დრომდე ვერ შევდექით, როგორც nation, ამის მიზეზებზე არავინ ფიქრობს. არა და საფიქრალიც და თავის სამტვრევიც არაფერია, რადგან ხელისშემშლელი სუბიექტები ყველასთვის ცნობილია – მოსკოვი და მისი ქართველი სულიერი ნაბიჭვრები.”
კომენტარები