ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“დიდი აურზაური მოჰყვა რუსული `საგარეოს` სფოუქსპერსონ მარია ზახაროვას ბრიფინგს, რომელზეც მან აფხაზური რკინიგზის ამოქმედებაზე ილაპარაკა.
განსაკუთრებით იმ ფრაზას, რომ არსებობს `სახელმწიფოს მეთაურთა ხელმოწერილი დოკუმენტები` ამ საკითხზე
რას გულისხმობდა?
დარწმუნებული ვარ, გულისხმობდა დოკუმენტს, რომელსაც 2003 წელს (მარტი) სოჭში მოეწერა ხელი ედუარდ შევარდნაძესა და პუტინს შორის.
იმ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა მოხდება ….`ლტოლვილთა დაბრუნების პარალელურად`.
რასაკვირველია მკვდრადშობილი დოკუმენტი იყო მაშინვე და ახლაც მკვდრადშობილად რჩება, მაგრამ….არის აქ ერთი მაგრამ……მოსკოვი ამ ფრაზით ისევ და ისევ გველაძუურად მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რაღაც იმედები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთის მიმართულებით….. რა როგორ როდის რა შემთხვევაში, ჯერ ჯერობით არ აკონკრეტებენ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, აქ ლავროვის შესაბამისი სტრუქტურა (სამხრეთ კავკასიას რომ კურირებს) რთულ საჭადრაკო პარტიას ათამაშებს, რომლის ერთ ერთი შემადგენელია აფხაზური ელიტების გაფრთხილება, მეტისმეტად ნუ გათავხედდებიან ისეთ თემებზე, როგორიცაა `პიცუნდის აგარაკი`, ენერგეტიკა; `სამშიტოვა როშჩას` სანატორიუმი და სხვა უამრავი.
ჩვენ აღარ გვახსოვს, თორემ სოჭის 2003 წლის `პუტინ-შევარდნაძის დეკლარაცია` ძააააააალიან მწარედ ახსოვთ სოხუმში – ახლაც შიშით და ბრაზ/ბოღმით ცახცახებენ.
კი, კი, ნამდვილად.
არ გჯერათ?
კეთილი, თქვენი ნებაა. მე 10 წლის მანძილზე ვერაფრის დიდებით ვერ დავარწმუნე მკითხველთა არსებითი ნაწილი, რომ მოსკოვის ინტერესი და სეპარატისტ/ნაცისტთა ინტერესი მუდამ იდენტური არ არის.
გავბედავ კიდევ ერთ პროგნოზს სანამ ვიტყვი, რომ არანაირი `რკინიგზის აღდგენა` რასაკვირველია არ მოხდება – ეს როყიო განცხადება მხოლოდ ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე.
ხოლო რაც მართლა არსებითი შეიძლება გამოდგეს……. ჩემი პროგნოზი ისაა, რომ დღევანდელ დისპოზიციაში მოსკოვი (იგივე ლავროვის უწყება) აუცილებლად დაიწყებს (წელსვე ან მომავალ წელს) გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის……. რუსული პასპორტების დარიგებას!
ამას დღემდე არ აკეთებდა და იცით რატომ? იმიტომ კი არა, რომ გალელები უარს ეტყოდნენ რაკი საქართველოს პასპორტები აქვთ.
არა. რეალური მიზეზი ის იყო, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, 2000 წელს, როცა მოსკოვმა დაიწყო აფხაზებისთვის რუსული პასპორტების დარიგება, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კატაგორიული მოთხოვნა(!) იყო, ეს არ გავრცელებულიყო გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე.
რატომ?
ოოოოოო……. აი ეს ყველაზე საინტერესო თემაა თუ რატომ არ აწყობდათ სეპარატისტ/ნაცისტებს გალელ ქართველებს მიეღოთ რუსული პასპორტები (დღემდე ვერ იღებენ) მაგრამ ამ კითხვას რომ ვუპასუხო ისეთი დასკვნების და არგუმენტების აქ `დადება` მომიწევს, რაც მკითხველთა დიდ ნაწილში კოგნიტიურ დისონანსს, შესაბამისად ჩემზე გაბრაზებას გამოიწვევს და მე ეს სულაც არ მჭირდება.
ამიტომ ამაზე სხვა დროს.
ახლა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია: გალში მოსკოვი რუსულ პასპორტებს არ არიგებდა არა იმიტომ, რომ გალელები უარს ეუბნებოდნენ ან ეტყოდნენ, არამედ სწორედ აფხაზეთის ხელისუფლების ისტერიული `თხოვნით`.
მაგრამ თუ დასჭირდა, ხსენებული `საჭადრაკო პარტიის` მიტელშპილში, დაარიგებს!
მე ამას ნამდვილად ვპროგნოზირებ, – იმდენად რთულდება ურთიერთობა თანდათან (თუმცა განუხრელად) მოსკოვსა და სოხუმს შორის. და იმდენად იზრდება მოსკოვის ცდუნება, რაღაც `კოჭი გამოაგოროს` ენგურს აქეთ – თბილისისკენ.
ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც წმიდა წერილივით სწამს: ` აფხაზები კრემლის ყურმოჭრილი მონები არიან და რასაც მოსკოვი ეტყვით მუდამ იმას გააკეთებენო`, ამ ჩემს პოსტს ყურადღებას ნუ მიქცევენ.
უბრალოდ გაატარონ და ეგაა.
ნუ მოიშლით ნერვებს.
ყველა მკითხველისადმი პატივისცემით
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი”
კომენტარები