გერმანიაში, საქართველოს საელჩოს დესპანი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, მხოლოდ უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია არ დაეთანხმნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების (ანუ 2008 წლის 8-12 აგვისტო) დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, რუსეთი არ აგებს პასუხს ამ დღეებში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს მიიჩნევს საკუთარ წარმატებად. რუსეთი, როგორც მოპასუხე მხარე, ამტკიცებს, რომ რუსი სამხედროები თავს კი არ დაესხნენ, არამედ სამოქალაქო მოსახლეობას იცავდნენ საქართველოს თავდახმებისგან.
უკრაინელი, პოლონელი, ქართველი – ხმას იმაღლებენ. სხვები შეიძლება არ სდუმან, მაგრამ ბოლომდე სიმართლეს მაინც ერიდებიან. აი, რა დონეზეა პოლიტიკა შეჭრილი სოციო-კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. ყური კარგად დაუგდეთ, აქ ისტორია საუბრობს.”
კომენტარები