პარტიის “ტრიბუნა” წევრი, კოტე კემულარია:
კრემლს რთული პერიოდი უდგას.
უკრაინის “დენაციფიკაციის” კრახი და სახიფათოდ გაწელილი ომი, რუსეთის უამრავ მტერს უბიძგებს, ხელსაყრელი მომენტის გამოყენებისკენ. ეს მხოლოდ “ანგლოსაქსები”
არარიან.
პანთურქული მოძრაობა, რომლის ავანგარდშიც
თურქეთ-აზერბაიჯანის “ერთი ხალხი-ორი სახელმწიფო დგას”, დაუფარავად ცდილობს, “პატრონის” გარეშე დასუსტებული სომხეთის ტერიტორიის ხარჯზე, საუკუნეების განმავლობაში
ნაოცნებარი გზა გაჭრას ცენტრალური აზიის და ვოლგისპირეთისკენ.
ზანგეზურის(სიუნიკის) გაკონტროლებით, თურქეთ-აზერბაიჯანი მოიპოვებენ უშუალო სახმელეთო საზღვარს, საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლით. ზანგეზურის ყველა სტრატეგიულ მაღლობს, უკვე აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.
ირანს, რათქმაუნდა, არ უნდა დაუშვას, რომ, სომხეთთან მისი საზღვარი(რომლის მეშვეობითაც ის აწარმოებს ტვირთბრუნვას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან) გააკონტროლოს თურქეთმა. თუმცა ქმედითი ბერკეტები არ აქვს.
ჯერ კიდევ, რუსები დგანან ზანგეზურის დერეფანში, სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ, მაგრამ უმოქმედოდ არიან. აზერბაიჯანელი სამხედროები მათ ანგარიშს არ უწევენ.
კრემლის რუპორი პორტალი “რეგნუმი” დღეს წერს, რომ “ვინაიდან, ერდოგანს მაისში რთული და გადამწყვეტი არჩევნები აქვს, დასუსტებული რუსეთის ფონზე, ის შეიძლება წავიდეს სამხედრო ავანტიურაზე და დაიკავოს ზანგეზური. სამთავრობო პოლიტოლიგი ვასილიევი, სავარაუდო დროსაც მიუთითებს-ეს შეიძლება ამ წლის აპრილში განხორციელდესო.
მოსკოვიდან გავრცელებული ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია, დაზვერვის ინფორმაციის“არაშემთხვევით გაჟონვას” გავს.
ბრიტანეთი, ტრადიციულად, თურქეთის გვერდით არის. ისრაელი თურქეთის და აზერბაიჯანის მოკავშირეა. ირანში განხორციელებული სამხედრო ობიექტებზე დარტყმებიც, ეტყობა, არ არის შორს ამ მოვლენებისგან.
საქართველოს მართებს შიდა თანხმობის მიღწევა და დასავლეთთან მყარი ერთობის
ჩაცემენტება. სხვა ვერავინ დაგვიცავს.
კომენტარები