CNN–ის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა:
“რუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს, კერძოდ, რუსეთი სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით ისეთივე ტაქტიკას იყენებს, როგორც ენერგორესურსებთან დაკავშირებით.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა კი, მარცვლეულისა და სასუქის გლობალური ფასების ზრდა და სასურსათო კრიზისი გამოიწვია. ამავდროულად რუსეთი, უკრაინას ართმევს მარცვლეულს, ტექნიკას და ბლოკავს ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან.”
ევროკომისიის პრეზიდენტი, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდეს, რათა დაუპირისპირდეს მოსკოვის ამ “შანტაჟს”.
კომენტარები