რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს – ამის შესახებ რუსეთის მედიკოსთა პროფკავშირებს სხვადასხვა ექიმმა განუცხადა. რუსი ექიმები მაშ შემდეგ ჩავარდნენ პანიკაში, რაც მოსკოვის სხვადასხვა სხვადასხვა საავადმყოფოებში პნევმონიის ნიშნებით ათობით პაციენტი მოათავსეს.
“კარდიოლოგიის და გენოკოლოგიის განყოფილებაში აწყენენ, პნევმონიის ნიშნებით პაციენტებს. სანამ ეს პაციენტები შემოჰყავთ მანამდე განყოფილებას ცლიან. ჩვენ ვიცით, რომ პაციენტები Covid19-ით ინფიცირებულები არიან, ამიტომ მოვითხოვეთ დაცვის სპეციალური საშუალებები, რომელსაც სამი დღეა ამაოდ ველოდებით” – უთხრეს მოსკოვის # 1 კლინიკის ექიმებმა პროფკავშირებს.
მოსკოვის ჯანდაცვის სამინისტრო კი ექიმებს სამსახურიდან გაგდებით ემუქრება, თუ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს, რეალურად გაასაჯაროებენ- ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში 250 პაციენტი წევს, რომელსაც პნევმონიის ნიშნები აქვს, თუმცა საავადმყოფოამ მონაცემებს მალავს.
“სულელი ხელისუფლება, რომელიც რეალურად მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რატომღაც ჰქონიათ რომ რუსეთი წმინდა საზღვრით არის დაცული. გასაგებია კრემლს რატომ სურს ეს ყველაფერი. იმისთვის რომ 22 აპრილს ჩაატაროს დაგეგმილი ხმის მიცემის პროცედურა, კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით” -აცხადებს ალექსეი ნავალნი.
ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში მხოლოდ გუშინ 6 ადამიანის დაუდგინდა კორონავირუსი. საერთო ჯამში 36 ინფიცირებულია.
წყარო – ექსპრესნიუსი
კომენტარები