აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა.:
სანქცირებულია ასევე ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი (NSD), ასევე სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах.
საერთო ჯამში, რეესტრი 42 ახალი პოზიციით შეივსო, მათ შორის 35 კომპანია და 7 ფიზიკური პირია. სანქცირებულთა შორისაა მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი, ასევე Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იაკუბ ზაკრიევი და Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სიაში მოხვდა მოსკოვის საფონდო ბირჟაც, რომელმაც სანქციების შედეგად, დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეწყვიტა
კომენტარები