საინფორმაციო საშუალება „მედუზა“ იუწყება. რომ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის 18 რაიონის დეპუტატმა ხელი მოაწერეს მოთხოვნას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის შესახებ.
ინფორმაციის მიხედვით, პუტინის გადადგომის შესახებ ხელმოწერები პეტერბურგელმა დეპუტატმა ქსენია ტორტსტრემმა შეაგროვა და დოკუმენტის ტექსტიც მან გამოაქვეყნა:
„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინის მოქმედება რუსეთის და მისი მოქალაქეების მომავალს ზიანს აყენებს. მოვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას პრეზიდენტის თანამდებობიდან“, – წერია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერს 20 დეპუტატი.
მანამდე პუტინის გადადგომა მოსკოვის ლომონოსოვსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატთა საბჭომ მოითხოვა. პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა კი მოუწოდეს რუსეთის სახელმწიფო დუმას, რომ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულოს და ის თანამდებობიდან გადაყენებული იყოს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
კომენტარები