მედუზას ცნობით, მოსკოვში 31 წლის პოეტი და აქტივისტი, არტემ კამარდინი დააკავეს.
მისი ადვოკატის ლეონიდ სოლოვიოვის თქმით, 26 სექტემბერს ჩხრეკისას კამარდინს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააუპატიურეს. დაზარალებულის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ მომხდარის ვიდეოკადრები არსებობს.
26 სექტემბერს გრომის სპეცრაზმი ავტომატებით ხელში შეიჭრა ბინაში, რომელშიც კამარდინი, მისი მეგობარი გოგონა, კიდობნის ადმინისტრატორი, ალექსანდრა პოპოვა და აქტივისტი, ალექსანდრე მენიუკოვი იმყოფებოდნენ. დაკავების კადრები ტელეკომპანია 112-მა გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს აქტივისტი იძულებული გახდა კამერის წინ ბოდიში მოეხადა მისი სიტყვების გამო: “დიდება კიევის რუსეთს, ნოვოროსია – წოვე”, რომელიც მან 25 სექტემბერს ტრიუმფალნაიას მოედანზე მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე თქვა.
კომენტარები