“ლელოს” წევრი თამაზ დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს. მისი თქმით, საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად გამოყენება მოსკოვში დაგეგმილი სპეცოპერაციაა, რომელშიც “ოცნება” მონაწილეობს.
ის მითი, რომ თურმე ეს ფრენები ეთნიკური ქართველების და საქართველოს მოქალაქეებისთვის არის, აი, სულ რაღაც ერთ თვეში თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ტოტალური ტყუილია. სინამდვილეში, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სპეცოპერაციას, რომელიც დაგეგმილია მოსკოვში, რომლის მონაწილე არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის მიზანია სანქციების გვერდის ავლა, კიდევ ერთხელ. საქართველოს მთავრობის, ირაკლი ღარიბაშვილის, მისი ადმინისატრაციის, მისი მინისტრების გარეშე თამაზ გაიაშვილი და თამაზ გაიაშვილების მთელი არმია ვერაფერს ვერ გააკეთებს, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.
საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება. რუსული პროპაგანდისტული მედია რუსულ ავიაკომპანიებსა და “ჯორჯიან ეარვესის” თანამშრომლობაზე სულ უფრო აქტიურად წერს. საკუთარი მოქალაქეებისთვის ფრენების გასამარტივებლად მოსკოვი ყველა გზას ეძებს. რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გაფრენას თბილისიდან მაქსიმუმ სამსაათნახევარში შეძლებენ.
კომენტარები