ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოსკოვში, იმ სადისტ კრემლს წამების ასეთი მეთოდი ქონდა მოწყობილი – “კოლხოზნაიაზე” იყო ცნობილი საჩებურეკე (ეგეთი ჩებურეკი არასდროს არსად არ კეთდებოდა თბილისში!), ზუსტად მოპირდაპირედ, მოედნის გადაღმა იყო კარგი ჩამოსასხმელი ლუდი, მაგრამ ლუდს საჩებურეკეში არ შეგატანინებდნენ და მხოლოდ ლიმონათი შეგეძლო მიგეყოლებინა, ვერც ჩებურეკს შეიტანდი იმ ლუდის ბარში! ცოტა ხანს მომიწია სიახლოვეში ცხოვრება და ყოველდღე ვუყურებდი, როგორ ამაოდ ცდილობდა საცოდავი რუსული ჯამაათი ეს ორი სანუკვარი პროდუქტი როგორმე ერთმანეთისთვის დაემთხვია!
ახლა რატომ გამახსენდა ესა – ის ჩებურეკი ისედაც ბევრად სჯობდა მცხეთის “პერაშკს” და აღწერილი დრამატული ვითარება ხომ მთლად “მატერიალური კულტურის ძეგლის” სტატუსისთვისაა ზედგამოჭრილი! რა ემატერიალურკულტურძეგლებათ იმ უბედურებს, თორემ ხომ შევარდებოდნენ იუნესკოში კოლექტიური წერილებით?!”
კომენტარები