მოსკოვში ახალი კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ასევე დამატებით 2 სასულიერო პირს გამოუვლინდა და მათი ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, რუსეთში გუშინდელი მონაცემებით კორონავირუსი 18 328 პირს ჰქონდა დადგენილი.
კომენტარები