ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
„მოსკოვში მოხდა გენიალური ამბავი:
ორმა მენტმა სამსახურის ძაღლით დააკავა დამნაშავე. დაადეს ხელბორკილები და მიჰყავდათ მანქანისკენ.
ამ დროს კი ქუჩის კატა თავს დაესხა პოლიციის ძაღლს (ასე იტყობინება შსს).
ქოფაკი გაეკიდა და ატყდა გნიასი.
პოლიციელები გაეკიდნენ თავიანთ ძაღლს და სცადეს გაშველება, ოღონდ ამ გაშველებაში ძაღლმაც და კატამაც მაგრად დაკბინეს და დაკაწრეს.
დაკავებულმა მოიფიქრა თუ არა ამ დროს გაქცევა, ეგ ვერ დავადგინე:)“
კომენტარები