ფოტო – BBC
BBC–ის ინფორმაციით, შვედეთში, ქალაქ მალმიოში სკოლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა და პოლიციამ დაკავებისას ამოიღო ნაჯახი და დანა.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პედაგოგები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე მათგანი იქ გარდაიცვალა.
კომენტარები