ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეროვნული ბანკის ფულის საცავში ვირუსი თანამშრომელმა გარედან, თავისი ოჯახის წევრიდან შეიტანა თუ პირიქით, ეს არაა უბრალო საქმე. ახლა ბევრს, მათ შორის თავად ეროვნული ბანკის ინფიცირებულ თანამშრომელს, მოსწონს იდეა, რომ ვირუსი ფულიდან გავრცელდა, ის იყო მისი ოჯახის წევრის ( რუსთავში) დაავადების წყარო. ამას სჭირდება ზუსტი კვლევა, მათ შორის ინფიცირებულების, რათა დადგინდეს პირველადი შემთხვევა.
როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიის ცენტრალურ ბანკში და ევროპის ცენტრალურ ბანკში, ასევე დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა ინფექციის ფულით გადატანის ფაქტი ვერ დაადასტურეს, ”ქართული მაგალითი” შეიძლება არასწორი ორიენტირი გახდეს იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.
ფულით ინფიცირება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, როგორც მრავალი სხვს საგნიდან, მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაში.”
კომენტარები