თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“ჩემი ვარაუდით, აბსურდული კონსპიროლოგია:
ე.ი. მოწამლეს, და მკვლელებს დოზა დააკლდათ? – ამაზე იტყვიან: არა, მომწამვლელ ნივთიერებათა მაღალი დოზა იყო სისხლში, უბრალოდ სასწაული მოხდა, ლევან ვასაძისა არ იყოს, ესეც “კრემლზე შეყვარებულმა” წმ. პანტელეიმონ მკურნალმა, წმ.კოზმამ და წმ.დამიანემ უეცარი სიკვდილისაგან ლოცვით გადაარჩინეს! — უბადრუკი PR მკვდრადშობილი შიოსთვის, რომელსაც სენსაციებზე და სიმულაციურ ტყუილზე დაგეშილი მედია გაფაციცებით ყვება!..
ამასთან, თუ მოწამლულია, მოუწევს მომწამლავ(თა)ის დასახელება საპატრიარქოს!
თუ ციანიდი 2-ის მგავსი სცენარია, მაშინ, ოპონენტების შესაშინებლად ეფექტური და მზაკვრული სიგნალია სუსისგან, რომ თუ ბევრს “იხტუნავებენ”, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიუსვამენ გვერდით ურჩ და ამბიციურ იერარქებს “მკვლელობის ორგანიზებისათვის”!..
ძნელია დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება. დრო გვიჩვენებს!.. ფაქტია რომ სისტემა გახრწნილია და ყარს.”
კომენტარები