ნიკორა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მათთვის მზა კერძების საწარმოო პროცესის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს:
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო კოტლეტი კიევური. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე “გრაკოს”, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია ჯეო დისტრიბუცია.
რა თქმა უნდა ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით”. – წერია განცხადებაში.
8 ადამიანის მოწამვლა ნიკორას კიევური კოტლეტით – ნიკორას მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა
კომენტარები