„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა.
ნიკა გვარამიას თქმით, საქმის ერთ-ერთი მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარია და მტკიცებულებები წარადგინა. ფოტოზე ლაშა ჩხიკვაძე ზაზა გველესიანთან ერთად არის გადაღებული, რომელიც „რუსთავი2“-ის ჰოლდინგის დირექტორია.
მოსამართლემ მოწმესთან მეგობრობა არ უარჰყო და განაცხადა, რომ მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო. მოსამართლემ აცილების თხოვნა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
კომენტარები