მოწმეები ამბობენ, რომ სწორედ, მელიას მოწოდებას მოჰყვა არეულობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
„ამ ქალბატონმა (მოწმემ) განაცხადა, რომ ის მივიდა მოგვიანებით აქციაზე, რა დროსაც მოისმინა ნიკანორ მელიას განცხადება – „შევდივარ პარლამენტში“. ამის შემდეგ დაიწყო დროის ათვლა და ეს ათვლა როგორც კი დასრულდა, მან ვერც მოასწრო იმ ადგილიდან გამოსვლა, ისე დაიძრა აქციის აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები პოლიციელებისკენ კორდონის გარღვევის მიზნით და სწორედ ამ ჭყლეტვის დროს მან მიიღო დაზიანება. ქალბატონმა განაცხადა, რომ არა გავრილოვის ჩამოსვლა, მე იქ არ ვიქნებოდი, შესაბამისად არ მოვყვებოდი ამ საკითხში. თუმცა სამართლებრივად დაზარალებული არის პირი, ვისაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. დანაშაული ამ შემთხვევაში იყო ის მასობრივი არეულობა, რა მასობრივი არეულობის დროსაც ეს ადამიანი აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ფეხქვეშ და მიიღო ფიზიკური დაზიანებები – ხელზე, თავზე და ა.შ. ანუ, რომ არა ნიკანორ მელიას მოწოდება და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების დაძვრა პარლამენტის შენობაში შესვლისა და პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, ეს ქალბატონი… მოწმეები ამბობენ, რომ სწორედ მელიას მოწოდებას მოჰყვა არეულობის დაწყება და როდესაც არეულობა დაიწყო, მელია აქციის მონაწილეებს აგრესიის გაძლიერებისა და პოლიციის კორდონის გარღვევისკენ მოუწოდებდა,“
კომენტარები