ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის, გრიგოლ ნარსიას ადვოკატი აცხადებს, რომ ბომბები, რომლებიც ბრალდებულმა შენობის კარებზე მიამაგრა, ნამდვილი არ ყოფილა.
ადვოკატის მტკიცებით, გრიგოლ ნარსიამ მოწყობილობები თავად, კუსტარულად, დაამზადა.
„მოტივს რაც შეეხება, ამბობს, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული და ვერ ახერხებდა მის მკურნალობას. როგორც თვითონ ამბობს მოწყობილობები დაამზადა თვითონ, მათში იყო პლასტმასის მილები, მარილი და სათამაშო მანქანის ციმციმები. ბომბები, რომლებიც კარებზე იყო მიმაგრებული, ნამდვილი არ ყოფილა“
კომენტარები