ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, მიშა ბალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„2021 წლის 7 მარტს, სოფელ ხურვალეთში, ჩვენმა პოლიციამ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავა 2 ოკუპატი ჩაყარეს მანქანაში და დაელოდნენ მაღალჩინოსნებს. რადგან ფაქტი უკვე შემდგარი იყო, ვეღარ გაბედეს “უმფროსებმა” მაშინვე გაშვება და გადაიყვანეს გორში. სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, მოუბოდიშეს, თითო კოლოფი სიგარეტიც (ლურჯი ვინსტონი) უყიდეს და დიიიდი მობოდიშებებითა და თავის დახრით მიაცილეს ოკუპაციის ხაზთან და გაუშვეს არადა ამ დროს მტერის ტყვეობაში იმყოფება ოთხი ქართველი… გენადი ბესტაევი, ზაზა გახელაძე, ლაშა ხეთერელი, ირაკლი ბებუა. რომ არა საქართველოს დეფაქტო მთავრობის მიერ, მტრისდამი მონური დამოკიდებულება, დღეს ოთხი ქართველი ტყვედან, მინიმუმ ზაზა გახელაძე მაინც იქნებოდა თავის შვილებთან… ეს ფაქტი, კიდევერთხელ ცხადყოფს რომ, დე ფაქტო ქოც-ხელისუფლებისთვის, სულ ერთია ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმთელობა!!! #რუსეთი_მტერია#ქოცი_რუსეთზე_საშიში_მტერია_საქართველოსთვის#ძალა_ხალხშია#ძალაერთობაშია“
შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, მათ არ დაუკავებით ოკუპანტი ჯარისკაცები, არამედ – შეაჩერეს!
კომენტარები