სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:
“ახლა როცა დუღილის ტემპერატურამ ოდნავ დაიწია. შეგვიძლია უფრო მეტად გავაანალიზოთ ყველაფერი. და გულწრფელად მეტ პასუხისმგებლობას ველოდი ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელმაც თავისი პოსტით მოახდინა ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის Giorgi Vashadze ის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება. აღნიშნული პოსტი შემდეგ წაშალა, მაგრამ მანამდე არაერთ მედიაში, მათ შორის სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა და მასზე დაყრდნობით არაერთ ადამიანს შეექმნა მცდარი აზრი. ამიტომ ვფიქრობ რომ მან უნდა გააკეთოს განცხადება თავის ქმედებასთან დაკავშირებით და ბოდიში მოიხადოს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი და იმ ზიანის საპირწონე რაც დადგა.
Nino Lomjaria ნუ გამიცრუვებთ იმედს მეორედ.”
კომენტარები