“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო ოპოზიციური პარტიებიდან——ახლა, როდესაც ჩვენმა ერთიანობამ, წელში გადატეხა მმართველი ოლიგარქიული რეჟიმი, მოახდინა მისი საერთაშორისო იზოლაცია, როდესაც ივანიშვილი დარჩენილ თვეებს სოლოლაკიდან თითებზე ითვლის, სრულიად არასაჭირო და მცდარია პოლემიკა იმის თაობაზე თუ ვისი დამსხურებაა 20 ივნისის ორგანიზება ან ინიციატივა პროპორციულ არჩევნებზე.
ეს მინიმუმ გავს მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფასთან დაკავშირებულ ხალხურ სიბრძნეს, ხოლო მაქსიმუმ ხელისუფლებას აძლევს ყალბ იმედებს თვითგადარჩენაზე.
დამერწმუნეთ როდესაც 2003 წელს ჩვენ პირველად დავაყენეთ ეს საკითხი ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, ხოლო მას შემდეგ ათეულობით ტომი დასაბუთება გავუგზავნეთ, არავის ეჯერა, რომ ეს იდეა გახდებოდა საყოველთაო. ოღონდ ამას მივაღწიოთ და გარწმუნებთ თვითეულ თქვენგანს დაუდასტურებთ საავტორო უფლებას და საერთოდ არ ვახსენებთ ჩვენს რაიმე წვლილს. ბოლოს და ბოლოს იდეა განსაკუთრებით პოლიტიკაში ხომ იმისათვის იბადება რომ შედეგი დააყენოს, მასობრივი გახდეს, დაკანონდეს და არა უჩემოდ ვინ იმღერეთას ბედს ეზიაროს. ასევე სწორად გავუგოთ ერთმანეთსაც—ისტორიულად ყველა პარტია ცდილობს თავის განსაკუთრებულ როლს გაუსვას ხაზი ისტორიულ პროცესებში და ნურც ამაზე განვიკითხავთ ერთმანეთს”
კომენტარები