ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვისაც დამლაგებელი, მზარეული, მებაღე და “პეროს” გამსწორებელი გყავთ, ამ გაჭირვებულ ადამიანებს თქვენ თვითონ რომ გადაუხადოთ ეგ 300 ლარი და უფრო მეტიც, საბანკო ბარათი აგიკვნესდებათ?! აბა, გაჭირვებული სახლსაც თვითონ ალაგებს, სადილსაც თვითონ იმზადებს და ბაღსაც თვითონ უვლის! “პერო” კი… რაც არ აქვს, რას გაისწორებს?! მოურავები და პირისფარეშები თქვენ გყავთ და ბიუჯეტმა რა ფული უნდა გადაუხადოს?! კი გემცხეთებათ, მაგრამ, აი, დარდი!
რაც შეეხება რეალურად თვითდასაქმებულებს, ყველა ყველას იცნობს უბანში თუ სოფელში. შესაბამისი უფლებამოსილი პირები გამოყონ და ყველა აღრიცხონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით! მონაცემების გაყალბება კი საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევას გაუთანაბრონ შესაბამისი სანქციით. 6-წლიანი სასჯელის შიშით, ტყუილად არავის შეიყვანენ იმ სიაში!”
კომენტარები