ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: -როდემდე უნდა ახდენდნენ სიცრუისა და ცილისწამების მედია-აგრეგატები – მოსახლეობის ზომბირების და გაჩლუნგების გაუთავებელ მცდელობებს.
„მოუსმინა სტოლტენბერგმა ქართველი “პოლიტიკოსების” და ჟურნალისტების კომენტარებს და ავადმყოფობის დედაცო, სანამ ისინი ფსიქიატრიული რეციდივების მქონე ახსნებზე გადასულან – შევხვდებიო ირაკლის და შეხვდება
როდემდე უნდა უხაროდეს ამ ქვეყნის მტერს, ამ სახელმწიფოს დამანგრეველ ძალას ნებისმიერ თემაზე შეთხზული, საქართველოს რეპუტაციის დამაზიანებელი ფეიკი? როდემდე უნდა ატარებდნენ ამ ფეიკების ტირაჟირების, შიზოფრენიული ახსნების გამომგონებლები – პოლიტიკოსების და მით უმეტეს, დეპუტატების სარჩულებს? როდემდე უნდა ახდენდნენ სიცრუისა და ცილისწამების მედია-აგრეგატები – მოსახლეობის ზომბირების და გაჩლუნგების გაუთავებელ მცდელობებს? ბოდიშს ვუხდი ნორმალურ საზოგადოებას დიდი ოდენობით რიტორიკული კითხვების გამო.”
კომენტარები