რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა:
,,საქართველოს ბევრი მოქალაქე მამაცად და მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, რათა წინააღმდეგობა გამოეხატა მათი მთავრობის მავნე ქმედებისადმი. სამწუხაროდ, მათ ძალადობრივი დარბევებითა და დაკავებებით დახვდნენ.
“უცხოური აგენტები” კანონპროექტზე მიმდინარე საუბრების შუაგულში “ქართული ოცნების” ლიდერი გამოსვლაში დაიმუქრა “სასტიკი შურისძიებით” მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რომელიც კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს.
მოუთმენლად ველი, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხალხი თავისი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე.
ბოლოს აღვნიშნავ, რომ ამ ოქტომბერში იმედის ადგილი არის საქართველოშიც და მოლდოვაშიც. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელიან უფრო ახლო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და არ სურთ საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება“
,,ინტერპრესნიუსი”
კომენტარები