გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ფოტოს აქვეყნებს.
შოლცს ფოტოზე ცალი თვალი ახვეული აქვს. გერმანიის კანცლერი მოქალაქეებს მადლობას უხდის კეთილი სურვილებისთვის და წერს, რომ მოუთმენლად ელოდება სახალისო ფოტოებს (მიმებს) მეკობრეებთან დაკავშირებით.
„ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. უფრო ცუდი შესახედია, ვიდრე სინამდვილეშია. მოუთმენლად ველოდები სახალისო ფოტოებს (მიმებს)“, – წერს შოლცი.
მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.
კომენტარები