აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ვინც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველას დააკავებენ.
“ვინც ჩვენს სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველა იქნება დაკავებული, განსაკუთრებით ის სუბიექტები, რომელთა მიმართაც არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი განაჩენი.
ამიტომ ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ, რადგან ეს იქნება რამდენიმე საათიანი აჟიოტაჟი.
ხვალ ეს არჩევნები დასრულდება და ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და მეორე მხრივ, დასრულდება მოდელირებული გამარჯვებების შექმნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი და ითხოვეს, იქნებ მოგვიანებით ჩაგბარდეთო – ეს ხუმრობით, რაც შეეხება ამ საკითხის აჟიოტაჟს, მერწმუნეთ, რომ ეს გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართული სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მათ შორის, მათი ამომრჩევლების აბუჩად აგდებას”
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში იმყოფება.
შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
კომენტარები