მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე:
გუშინ საღამოს როგორც იქნა ჩამოვაღწიე თბილისამდე. ასეთი “იზმენა” არასდროს მქონია პარიზში. ყველა ქცევას , ჟესტს, ყოველ სიტყვას ვაკონტროებდი: ქუჩაში, სახლში, მეგობრებთან, გეგმიურ სამედიცინო კონსულტაციებზე… ჩვენს პორტუგალიელ კონსიერჟთანაც კი.. ვფიქრობდი: რამე ანტისახელმწიფოებრივი არ წამოვროშო.. ქვეყანის “გენერალური გეგმა” არ დავაზიანო მეთქი… ასეთ ქალაქებში ხომ იცით- ეშმაკს არასდროს ძინავს.. სულ ისე გიბნევს თავგზას, გინდა თუ არა, რაღაც წამოგცდება.. სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც. ეს ყველაზე უარესია.. მაშინვე შემოგიხტება პატრიოტულ სულში და კგბშნიკივით ჩაგისახლდება,საბედნიეროდ: რომ ჩამოვედი გზაში ტაქსის მძღოლმა უცებ მომიყვანა აზრზე… ისეთები მომიყვა!.. ისეთები.. ცხადია არ გავიმეორებ. უჩემოდაც კარგად იცით! მერე სახლში შემოვედი თუ არა, გაზი გაწყდა და მას შემდერგ ვიყინები.. როგორვ მითხრეს ავარიული დაზიანებაა და ნაშუადრევს შეიძლება მოვიდესო.. გამეხარდა! ხომ დეტალია, მაგრამ იმედი მნიშვნელოვანი რამ არის ხომ იცით!.. მერე გვიან ტელევიზორი ჩავრთე და სრულიად ჩემი თანამშრომლები გამომეცხადნენ შეწუხებულები – პარლამენტში კანონპროექტი მიუღიათ ერთხმათ, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ძველ, “კეთილ” სახელმწიფო არხად რეტრანსფორმირდება და ყველა დაისვენებს.. ტრადიციონალისტებიც და ლიბერალებიც, ლიბერტარიანელებიც და ის მარტოსული ევროპელი სოციალისტიც.. გვარს ვერ ვიხსენებ…მე როგორც ჩანს, სახელმწიფო მოხელე გავხდები და “დოსიეც” ფაქტობრივად პარლამენტარების საავტორო გადაცემა იქნება.. ამას რა ჯობია.. ჩემს მაგივრად ისინი იფიქრებენ, სქელ წიგნებს წაიკითხავენ.. იქნებ ეშველოთ კიდეც რამე! ეს რაღაც გაბღენძილი “საავტორო” პასუხისმგებლობა მაინც მომეხსნება!პარიზში მემართება ხოლმე ეს გონებრივი არითმია…თორემ ქართულ მიწაზე დავდგი თუ არა ფეხი, იქვე, აეროპორტშივე დამილაგდა თავში ყველაფერი.. აქ ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, სად რა უნდა ვთქვა, ვის შევაგინო, ვისთან სელფი გადავიღო და ა.შ.. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირში ვარ გაზრდილი, ამის მეტი რა ვიცი.. აქ ეშმაკს შანსი არ აქვს სულში შემოგიძვრეს.. აქ ჩვენ თვითონ ვართ ეშმაკები! .. თანაც ამ ბოლო დროს ცოტა დესოციალური ეშმაკი გავხდი. ამიტომ ამ ზამთარს ისევ არმაზში გამოვიკეტები ჩემს ედგარ-ალანთან.. ჩემს ქართულ რეალობაში ერთადერთ თავისუფალი სულის პიროვნებასთან ერთად , ვისთანაც რასაც მინდა იმას ვამბობ… აქ ნამდვიული ჰიპ-კომუნა გვაქვს!.. მაგრამ მაინც.. ასე არ შეილება.. ჩემი აზრით დროა რამე უწყება შეიქმნას რომელიც ევროპაში ქცევის და კომუნიკაციის მკაცრად გაწერილ-განსაზღვრულ ინსტრუქციებს მოგვცემს.. მე პირადად, ჩემი არეულ დარეული გეოგრაფიის გამო, ძალიან გამომადგებოდა ..აი მაგალითად მოვდივარ ქუჩაში და შემთხვევით მაკრონი შემხვდა!… ხომ უნდა ვიცოდე, სელფი გადავიღო, “ნი ვიჟუ” გავუკეთო თუ პირდაპირ დედა ვაგინო?
კომენტარები