ანატოლი გიგაურის წერილი ლდანის ციხიდან – პატიმარი 67-ე საკნიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ეუბნება, რომ სწორედ ახლა არის დრო, რომ “მსოფლიოს ვაჩვენოთ სიძულვილისა და უთანასწორობის დამარცხება ტოლერანტობით”.
ყველა ვინც ხალხს, ყოფს ქვეყნის მტერია – წერს იგი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
“მადლობა ყველა აქტიურ მოქალაქეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც სოლიდარულია ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ, ყველას ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ჩემო ქართველებო სწორედ ახლა მოვიდა დრო, როცა ჩვენმა ერმა უნდა შევქმნათ საკუთარი თავის ავტოპორტრეტი მსოფლიოს წინაშე, ვაჩვენოთ სიძულვილისა და უთანასწორობის დამარცხება ტოლერანტობით. დავამარცხოთ ნიჰილიზმი და უიმედობა. ყველა ვინც ხალხს ყოფს ქვეყნის მტერია, ასევე ყველა ვინც არაკვალიფიციური და არასრულფასოვანი კადრია სამსახურში ღუპავს ქვეყანას. ყველამ უნდა შევიცნოთ ბოროტება”, – წერს ანატოლი გიგაური.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები