ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“გუშინ ჩვენს უკრაინელ და ქართველ მეგობრებთან ერთად რუსთაველზე ვიზეიმეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე! მიუხედავად აგვისტოს მიწურულს არსებული საზაფხულო-საკურორტო სიხალვათისა თბილისში, სასიხარულო იყო ნამდვილად, რომ ადამიანების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოვიყარეთ თავი რუსთაველზე! გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
კიევში გუშინ იმყოფებოდნენ უკრაინის ნამდვილი ძმები – პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი! ჰოდა რას გაბედავდა ნაძირალა ურდო კიევისთვის ბომბების დაშენას?
დაიცა მოვიდეს ლიზ თრასი ახალ პრემიერად? მერე ნახონ ურდოსებმა წვა და შიმშილი! ძალიან მძლავრი უსაფრთხოების ღერძი ყალიბდება დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის სახით! იქვეა ბალტიის 3 ქვეყანა და ჩვენი ადგილიც მანდ არის! რა თქმა უნდა, აშშ-ს სტრატეგიული ტრანსატლანტიკური მოკავშირეობით!
გაბედა დნეპროპეტროვშჩინაში, ჩაპლინოში სამოქალაქო სარკინიგზო სადგური დაბომბეს ამ ნაძირლებმა! 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვიც! პუტლერის რეჟიმს ეს არ შერჩება! რუსეთი ტერორისტია და ამისთვის სამაგალითოდ დაისჯება!
გუშინ მიიღო უკვე ჩვენებისგან ურდომ სადღესასწაულო ცეცხლოვანი სალამი! ზაპოროჟიეში, ლუჰანსკში, დონეცკში და რა თქმა უნდა ხერსონში, რა თქმა უნდა ნოვა კახოვკაში გუშინ მთელი დღე ფეთქდებოდა ურდოს შტაბები, შეიარაღების საწყობები! კახოვკის ხიდიც ანტინოვის ხიდის მსგავსად, საფეხმავლოდაც უვარგისი ხდება!
მალე დაგადგებათ ურდოსებს შიგ ხერსონში ჩვენების არმია!
მარტიდან მოყოლებული ჩვენებმა დაახლოებით დანიის ზომის ტერიტორია გაათავისუფლეს ურდოს ოკუპაციისგან!
ურდო ფხაკურობს, ოღონდ მართლა ფხაკურობს ბახმუტის, სლავიანსკის, ხარკოვის და კრამატორსკის მიმართულებით! ბოლო გაგართხალება აქვს ხერსონის მხარესაც! დღეში ჩვენების მონაგარი საშუალო 200 ტვირთი 200-ია, ანუ ივსება იოსია კობზონის რიგები! წინ 50 ათასიანი ნიშნულისკენ! ახალი სისხლის პრობლემები ექნება მალე იოსიას! აღარ უნდა რაშკას უკრაინაში სიკტილი!
3 მილიარდის სამხედრო დახმარება აშშ-გან ერთჯერადად რავარია? ძალიან მაგარია! რაც ვიცით ისიც კი რა მძლავრია და რაც არ ვიცით? ვინც გაასწრებს გაასწრებს ვინც არა და წაიდა საკანცერტო შევსებაა!
გამყიდველ კოლაბორანტებს განსაკუთრებით ცეცხლოვანი პატივით ამგზავრებენ ყოველდღიურად ჩვენი პარტიზანები! სიკვდილი მტერს და მოღალატეებს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერ/პუილო და მისი ხროვა სამაგალითოდ დაისჯება და/ან განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები