ამერიკაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია გაიმართა გაეროს ცენტრალური ოფისის წინ ნიუ იორკში!
აქ მოვიდნენ ის ემიგრანტები, ვინც ფიზიკურად სამშვიდობოს გამოაღწია, თუმცა სულიერი სიმშვიდე ვერ მოიპოვა, რადგან მისი ოჯახის წევრები და სხვა ქართველები ისევ რუსული საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ საქართველოში!
აქ მოსული პოლიციელები, სინანულით ყვებიან თუ როგორ მართავენ კანონიერი ქურდები დღეს ქვეყანას და პოლიცია უძლური და დაუცველია მათ წინააღმდეგ!
აქ მოსული ადამიანები ყვებიან, მთავრობის მაღალჩინოსნებმა, კორუფციის შედეგად როგორ დატოვეს მათი ოჯახები ულუკმპუროდ და იმის გამო, რომ გადარჩენილიყო მიატოვა 1 თვის დაბადებული შვილი და მექსიკის უდაბნოებისს გავლით მოადგა ამ
ქვეყანას თავშესაფრის თხოვნით.
აქ მოვიდნენ ექიმები, რომლებიც ყვებიან, რომ მათი რეპუტაცია 0 ის ქვემოთ დაიყვანა მაფიოზების მთავრობამ! იცით რატომ? ჯანდაცვა ბიზნესად გადააქციეს და წამლის დანიშვნას საავადმყოფოს მეპატრონე წყვტავს და არა ექიმი!
აქ მოვიდნენ რიგითი ქართველები, ” ქოცებიც” და”ნაცებიც”.
აქ ყველა ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა გაგვაერთიანა!
გამოფხიზლების დროა, მეგობრებო!
ბიძინამ და მისმა ტროლებმა ვერ უნდა ჩააბარონ ჩვენი ქვეყანა ფაშისტ პუტინს, ვერ უნდა დაანგრიონ ქართველი ხალხის ერთობა!…ვერ უნდა წაართვან ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი!
იცოდეთ, ბოროტების მანქანასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული სააკაშვილი და გვარამია, პირადი თავგანწირვის ხარჯზე დღეს თანაბრად იცავენ “ქოცის” და “ნაცის” შვილების მომავალს! დრო არის გამოვიდეთ ნაჭუჭებიდან და ამ ყველაფერს უფრო დიდი მასშტაბით შევხედოთ!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!- გაიმარჯვებენ თქვენი შვილებიც!”
კომენტარები