სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნ.ი. წერს:
“ჩემი შვილის სკოლაში კორონას შემთხვევა გამოვლინდა, მართალია სხვა სართულზე, მაგრამ მაინც. მართალია, იქ პირბადის გარეშე არ მივსულვარ მაგრამ მაინც ……
ღამე რაღაც დისკომფორტის შეგრძნებამ გამაღვიძა. მცხელოდა … მგონი სიცხე მიწევს? გავიფიქრე
ყელში რაღაცამ წამიჭირა … ნუთუ ვირუსია?
მკერდი-მუცლისკენ ყრუ ტკივილი ვიგრძენი … აუფ, ფილტვები?
ცივა ოფლმა დამასხა, მგონი მომაკითხა, გავიფიქრე და უცებ მოვინანიე, სადაც კი კორონაზე რამე ირონიულად მქონდა ნათქვამი.
კაი ხანი, ცივ ოფლში ვიწურებოდი, ვფიქრობდი, პსრ ტესტებზე, დაკარგულ 1 თვეზე, იქნებ ლეტალურ შედეგზე კი, სანამ კუჭმა უფრო მწვავედ არ დამარტყა.
მერე გამახსენდა … მშიოდა”
კომენტარები