“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სიმართლის თქმა უცნაურია – აი ეს აზრი მოვისმინე სალომე სამადაშვილისგან, დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისთვის რომ ვემზადებოდი.
ზურა ჯაფარიძეს მიმართავდა და ემუქრებოდა, რომ კანდიდატს დაუყენებენ თუ ის სააკაშვილის გამოხტომებზე საკუთარ აზრს გულწრფელად იტყვის.
მოატყუეთ ხალხი, თუ ხმების მიღება გსურთ, არ თქვათ სიმართლე სააკაშვილზე – თორემ ბიძინას აღარ დავამარცხებთო. სიმართლის თქმა უცნაურია! ნათქვამი სიტყვის შესრულება – წარმოუდგენელი.
ესაა ნაციონალური მოძრაობა.”
კომენტარები