ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყველაფერს აქვს საზღვარი!
ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის თემამ სულ გადარია ხალხი!
ომის საშინელება ღმერთმა გვაშოროს – ვინ ნორმალურს უნდა ჩვენი ქვეყანა იბომბებოდეს!
ხალხს პანიკურად ეშინია ამის და ეს სრულიად გასაგებია!
მაგრამ არის გამოსავალიც! –
– კეთილი ინებოს პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ და საჯაროდ დაიფიცოს ხალხის წინაშე, რომ არ უნდა და არაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი დავატეხოს თავს!
და ვაი იმას, ვინც ამ ფიცს გატეხს!
დაიფიცოს, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას (ომის აცილება მხოლოდ ასეა შესაძლებელი!), რისთვისაც აუცილებელია ჯარის გაძლიერება, უკეთ შეიარაღება და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება!
დაგვპირდეს, რომ ყოველმხრივ ეცდება, ხალხში იმედი დათესოს!
დაგვპირდეს, რომ ყველაფერს იზამს, რათა გააუმჯობესოს და განამტკიცოს კავშირი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათთან ერთად ეძებოს საქართველოს უსაფრთხოების მეტი და მეტი გარანტიები,
დაიფიცოს, რომ არ წავა არანაირ ჩენთვის მომაკვდინებელ კომპრომისზე მტრულ რუსეთთან,
მაქსიმალურ დისტანცირებას მოახდენს რუსეთისგან ეკონომიკის სფეროში, რათა ზეწოლის ბერკეტი წაართვას რუსეთს;
მკაცრად გააკონტროლებს რუსეთიდან ადამიანთა მასების შემოდინებას.
და რაც უმთავრესია – არასდროს შეუტევს შეიარაღებული ძალებით რუსეთს რუსეთის ტერიტორიაზე!
ხომ ყველამ ვიცით -თუ ყველაფერი ასე მოხდება, საქართველო მაქსიმალურად იქნება დაცული!
დაგვპირდეს და ეს პანიკაც დასრულდება, თორემ ამ “მეორე ფრონტის” შიშით სრულ გაშეშებულობაში ვართ და საღი აზროვნების უნარიც თითქმის დავკარგეთ!
მოვითხოვოთ, ვაიძულოთ და ჩვენი კოშმარიც დასრულდება!”
კომენტარები