საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას აკეთებს და ცესკოს მიმართავს.
გახარია საქართველოსთვის ლიდერი ცესკოსგან სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.
მოვითხოვთ ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს:
- მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში
- რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა
- რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა”- თქვა რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიამ.
მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უპასუხა და თქვა, რომ “ძლიერი საქართველო” ბაზების გასაჯაროვებას არ ითხოვს. გახარიას თქმით, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე.
დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს ყოველივე პირად მონაცემებსა და კანონს არღვევს. მინდა შევახსენო ცესკოს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროვებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე.
ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია, შევიდეს, გადაამოწმოს საკუთარი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მონაცემებს დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე”, – თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ამ მონაცემების გასაჯაროვება უპრობლემოდ შეუძლია:
“დღეს ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში. ჩვენ არ ვიცით, სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, შეიძლება ერთ-ორ კვირაში, 10 დღესა ან ერთ თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობასა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ქვეყანას ევროპული გზა ეკეტება და სახელმწიფოს სჯერა თავისი ქმედებების, ამ ინფორმაციის გასაჯაროვება, ერთხელ და სამუდამოდ, საკითხს დახურავს”, – დასძინა გიორგი გახარიამ. (ტვპირველი)
კომენტარები