საქართველოს პარლამენტში პარტია ლელო კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობაზე იმსჯელეს. მოგვიანებით მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პოეტმა პაატა შამუგიამ ელისო ბოლქვაძის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა:
“როდესაც კულტურის მინისტრი მოდის პარლამენტში, იცვლება როლები და ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მინისტრისგან ჩაიბაროს ანგარიში, კულტურის მინისტრი იბარებს ანგარიშის სახით დეპუტატების ქება-დიდებას. მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ აიღოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მტრული გარემოს, ცენზურისა და უამრავი შემაფერხებელი გარემოებების გამო მოვითხოვთ, მას ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული იუნესკოში. ადამიანი, ვინც კულტურის სფეროს რეპრესიებზე თვალს ხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად მიიჩნეოდეს”.
კულტურის წარმომადგენლების თქმით თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სამინისტრო მთლიანად დისტანცირდა სფეროსგან და გადაწყვეტილებებს, ამ სფეროს წარმომადგენლების აზრის გაუთვალისწინებლად იღებს. შამუგიამ მაგალითად მოიყვანა კონკურს ლიტერას ჩაშლა და გაგა ჩხეიძის კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება.
კომენტარები