ჟურნალისტი, ტვ პირველის ახალი ამბების რედაქტორი, ნოდარ მელაძე, აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ ასახავს კომენტარებს ანა წითლიძის პოსტიდან და წერს:
“თურმე ჟურნალისტი კითხვას რომ დასვამს, ეს არის ბინძური კითხვა. კითხვა არის კითხვა !!! რაც საზოგადოებაში ჩნდება მედიის მოვალეობაა, ეს კითხვა დასვას.
ბონდო თედორაძე ბინძური ბრძოლის მეთოდები სად უნდა მოიკითხოთ, მისამართს მიგასწავლით.
გიორგი კირთაძე / Giorgi Kirtadze Mirdat Kamadadze ეს, დეპუტატი თქვენი რეგიონული ორგანიზაციის წევრია, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ტვ პირველს ბინძურ კითხვები აქვს?
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის მოითხოვს, იმსჯელოს თქვენი წევრის ამ განცხადებებთან დაკავშირებით, თქვენი პარტიის ეთიკის კომისიამ (თუ ასეთი არსებობს) და მოახდინოს შესაბიმისი რეაგირება.
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი Natia Kapanadze გთხოვთ როგორც ჟურნალისტის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციას დაინტერესდეთ ამ საკითხით.”
კომენტარებში, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, წერს:
“ბონდო თედორაძე სიტყვები შეარჩიეთ, როცა მედიაზე საუბრობთ და თან ტვ ,,პირველზე,, კითხვები ვის უნდა შევუთანხმოთ,ისიც გვითხარით ბარემ და ისიც-რა გეამებათ, რომ გკითხოთ!”
ანა წითლიძე:
“უიმე ღმერთო)) ახლა ვნახე რომ ამ სქრინში მეც ვარ. იგივე კითხვით დამსდევდა მე დღეს ტვ იმედი და პოსტ ტვ, ამიტომ ამ პოსტში მეგონა საუბარი იყო საზ მაუწყებელზე და ამ უკანასკნელის პოზიცია არ გამიკვირდებოდა დამთხვეოდა იმედს და პოსტვს. რადგან ოპოზიციურ მედიას არ წარმოადგენს. ბოდიშს ვუხდი TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი @ Nodar Meladze – თუ ჩათვალეთ რომ თქვენზე იყო ეგ კომენტარი ჩემი მხრიდან ჩემი დამოკიდებულება თქვენს არხთან მგონი ისედაც ცნობილია და ყველა ოპოზიციურთან.”
კომენტარები