დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექიმი მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ბოლო ზართან დაკავშირებულ სახალისო ამბავს იხსენებს.
,,გილოცავთ ბოლო ზარს. სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა, ნაცნობმა (ერთად ვემზადებოდით) მთხოვა მისთვის თეთრი პერანგი მომეხატა, ბოლო ზარისთვის.
პერანგის წასაღებად მისი სიძე მოვიდა ჩვენთან სახლში, მამაჩემი დახვდა, პერანგი გამოუტანა, ნაცნობის სიძემ კედლებზე ნახატებს შეავლო თვალი და რამდენიო მამაჩემს ჰკითხა, თამაზიმ პაუზის გარეშე უპასუხა: თქვენთვის ოცდახუთი მანეთი.
სახლში რომ მივედი მამამ სიცილით ფული დამახვედრა, მოვკვდი სირცხვილით. მეორე დღეს ბოლო ზარი თენდებოდა.
ფული რა თქმა უნდა დავაბრუნე”
კომენტარები