სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვფიქრობ ესეთ რთულ პერიოდში თითოეული ჩვენთაგანის, (სამოქალაქო აქტივისტების) მოვალეობაა მოქალაქეების გვერდით ყოფნა!
მოვუწოდებ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია შეძლებისდაგვარად დაეხმარონ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ადამიანს მხოლოდ “საარჩევნო ხმად” რომ აღიქვამს და ვერ ხვდებიან რომ ხალხს ძნელბედობის ჟამს სჭირდება თანადგომა, ესეთი “პოლიტიკოსები” სანგვე ურნაში აღმოჩნდებიან ძალიან მალე!
ჩვენ უკვე მე-4 ნობათების სერიას ვარიგებთ. ამჯერად შშმ და სამსახურის გარეშე დარჩენილი პირებისთვის. მადლობა გვინდა გადავუხადო თითოეულ შემომწირველს და პირველ რიგში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარეს რატი იონათამიშვილს რომ არა მისი დახმარება ნობათების ეს სერია ვერ იქნებოდა.”
კომენტარები