ლელო საქართველოსთვის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა:
პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა, რაც ახლა ხდება პარლამენტთან. მშიშარა, რომ დაიმალა და გაძურწული არის ახლა აქედან და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს და ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს უკანონობა. დაუყოვნებლივ აღკვეთეთ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და ასევე ძალოვნებს, ნუ იცავთ საოკუპაციო რეჟიმს, დადექით ისტორიის სწორ მხარეს.
კომენტარები