სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, “მთავარი არხის” ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას, შეწყალების საკითხი განიხილოს.
ნინო ლომჯარიას თქმით, ის მზად არის, პირადად შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და პოზიციები გაცვალონ.
“ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს.”
კომენტარები