ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:
“საქართველოში ომი არ იქნება!!!
არააა!!!…
მაინც ბოლომდე გვაწვებიან!
მაინც ბოლომდე გვიმეტებენ!
მაინც უნდათ, რომ ამოვწყდეთ!
მაინც უნდათ, ახალი ცხელი წერტილი საქართველოში! ომი უნდათ! ომი!!!
დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სამშობლოს ხალხის და ხელისუფლების ერთიანობა!
დღეს, საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს ჩვენ ვწყვეტთ! ჩვენ- საქართველოს მოსახლეობა!
ამ ვირიშვილებმა ააოხრეს უკრაინა!
სწორედ, იარაღის შეგზავნით და უკრაინის “ სიყვარულით” გააგიჟეს ცხოველი! მიუგდეს მხეცს ხორცი საძიძგნად’
სწორედ, უკრაინაზე “ ზრუნვით”, ბავშვების და ქალების სისხლით მორწყეს იქაურობა!
დიახ, ყველაფერი დაიწყო ზუსტად ასე!!!
დიახ, ყველაფერი დაიწყო ბევრი იარაღის ჩუქეთით!
დღეს, მხოლოდ ხალხს შეუძლია ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მშვიდობიანი პოლიტიკის დაცვა!
უნდა შევქმნათ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა!
უნდა გავიდეთ ქუჩაში!
უნდა მოვუწყოთ საპროტესტო აქციები ამერიკის საელჩოს, გაეროს ოფისს.
უნდა შევძლოთ შევაჩეროთ იარაღის შემოტანის პროცესი!!!
სასწრაფოდ უნდა ამოვაღებინოთ პარლამენტს კონსტიტუციიდან ის რაღაც სამარცხვინო ჩამაწერი ალიანსთან დაკავშირებით!
არც ერთი პროვოკაციისთვის შემოტანილი “ დახმარება” არ ინდა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე!
უტილიზაცია ჩვენი შვილების სიკვდილის მაცნეებს!
სამშობლო საფრთხეშია!
ჩვენი შვილების სიცოცხლე გაწირულია!!!
სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!!!
სრულიად ერი და ბერი მშვიდობის სადარაჯოზე!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!”
ხათუნა ხოფერია, კიდევ ერთ წერილს ავრცელებს, სადაც წერს:
“არსებობს მესამე მოცემულობა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი! ეს არის მშიდობა! ეს არის ის, რასაც აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი!
დიახ, არსებობს მესამე მოცემულობა-
ომის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები!
რისი გაკეთება იმ ორ ნაძირალასაც შეძლო!
შენ გაგიმარჯოს, ირაკლი!
მყარად იდექი! ღმერთი და ხალხი შენკენ!”
შეგახსენებთ, საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთი შეიჭრა, ის ხოცავდა ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რუსეთი იწყებს ომს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამდენი იარაღის მიწოდება არ არ მიაჩნია სწორად. რით უნდა დაეცვა, აბა, თავი უკრაინას, ამაზე მაშინ პრემიერს არ უსაუბრია.
გარდა ამისა, იგივე ინტერვიუს დროს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებას და იარაღის შესყიდვას.
“მაქსიმალურად ვაძლიერებ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, იქნება ეს შეიარაღება, დრონების წარმოება, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის შესყიდვა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.”
კომენტარები