უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პასუხობს და წერს:
“უკრაინა არ ურტყამს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს მისი ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისთვის. ეს აქსიომაა.
რუსეთის ფედერაციაში მატულობს პანიკა და დაშლის პროცესები, რომლის გამოვლინებაა ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შიდა შეტევების ზრდა…”
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გუშინ განაცხადა, რომ კრასნოდარისა და ადიღეს ტერიტორიებზე უკრაინის ორი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს.
კომენტარები