ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტვ “იმედის” მიერ გამოქვეყნებული Gorbi-ს კვლევა, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 56% უჭერს მხარს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” 11%, (მე თუ მკითხავთ 11 % იც ძალიან ბევრია) ცხადყოფს, რომ მმართველი ძალა კვლავაც ლიდერად რჩება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევა არ მოიცავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა რეიტინგებს და მხედველობაში მივიღებთ არსებულ რეალობას, რომელიც ცალსახად მეტყველებს “ქართული ოცნების” კანდიდატთა უპირატესობაზე, ეს ძალა რომ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში მარტივად პროგნოზირებადია.
ამასთანავე, ანგარიშგასაწევი ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” დღემდე მაღალი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში, რასაც ემატება მის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, მაშინ როცა ოპონენტთა რეიტინგი მათივე მავნებლური, დესტრუქციული კამპანიის დამსახურებით იკლებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მყარს საფუძველს იძლევა თამამად ვთქვათ, რომ ხელისუფლება ამ საპარლამენტო არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით განვითარების გარანტს.
კომენტარები