,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,რამდენიმე საათში შედგება პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წარდგენა. იმედია, ეს ძალა მალე დაეხსნება საქართველოს და პოლიტიკურ უფსკრულში ჩაინთქმება (ოღონდ ენმ-ის აღმასვლის გარეშე).
მრავალი მიზეზი მაქვს ვერ ვიტანდე საქართველოს მმართველ ძალას. ამჯერად, მხოლოდ სამ საშინელ ამბავში ქოცების მონაწილეობას შეგახსენებთ:
- გუშინწინ პარლამენტმა ჩააგდო ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაციების საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ. მშრომელები ითხოვდნენ, რომ საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მინიმალურ ოდენობად 500 ლარი განსაზღვრულიყო ( დღეს კანონით მინიმალური ხელფასი 20 ლარს უტოლდება, მასზე ნაკლები თუ გადაუხადა დამსაქმებელმა მშრომელს ერთი თვის განმავლობაში, შეიძლება დასაჯონ კიდეც ). სამედიცინო კორპორაციები, სავაჭრო ქსელები, სხვა დაწესებულებები კოლოსალურ მოგებებზე გადიან, მათი ხელმძღვანელები მილიონერები ხდებიან; ექთნები, სანიტრები, მასწავლებლები, დაბალი რგოლის მუშაკები კი 200-300 ლარზე მუშაობენ. მინიმალური ხელფასის კანონი აიძულებდა უმდიდრეს კორპორაციებს, რომ თავიანთი მოგების მცირე ნაწილი მშორმელებისთვის დაეთმოთ, სამართლიანობისკენ გადაედგათ მოკლე ნაბიჯი მაინც.
- გუშინ “საპარტნიორო ფონდის” გაზლუქებულმა და კორუმპირებულმა მესვეურებმა პრივატიზაციის გზით გაასხვისეს სს “თელასის” დაახლოებით 25%-იანი წილი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად მიიჩნეოდა. რა უნდოდათ? რას ერჩოდნენ? ფინანსური პრობლემების მიუხედავად თელასი მოგებაზე მუშაობდა, “ფორბსის” ადგილობრივმა გამოცემამ “თელასს” საქართველოს 100 ყველაზე წარმატებულ საწარმოს შორის მეოთხე ადგილი მიანიჭა. თან ქვეყანა თავისი წილით სტრატეგიულ დარგს აკონტროლებდა. დღეს “თელასი” სხვისია, სხვა მოიგებს, სახელმწიფო ამ დარგშიც ხელმოკვეთილი და ბერკეტებგამოცლილი იქნება!
- რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სიტყვების გაგონებისას – “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” ? ალბათ, იმ წამსვე თვალწინ წარმოგიდგებათ ბანკი, რომელიც გასცემს კრედიტებს ევროპის განაპირა ქვეყნების მოდერნიზებისთვის, ფეხზე დადგომისთვის, ეკონომიკური წინსვლისა და ჩამორჩენილობის დაძლევისთვის !!!
ორი კვირის წინ ამ ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსებით, “თიბისი ბიზნესის” მონაწილეობით, თემურ ჭყონიამ “მაკდონალდსის” ორი ახალი რესტორანი გახსნა. გახსნას ელჩი დეგნანი და ნათელა თურნავა ესწრებოდნენ.
ხალხო წარმოიდგინეთ, ქვეყნის განვითარებასა და რეკონსტრუქციას სწრაფი კვების რესტორნების გახსნას უწოდებენ! რესტორნების გასახსნელ რესურსებს აძლევენ კაცს, რომელსაც თავზე საყრელად აქვს ფული !!! და შემდეგ გვიკვირს რატომ ვართ ღარიბები ამ ბოროტმოქმედი მინისტრისა და მისი მშობელი სისტემის ხელში ?!
არ შეგრჩებათ! მოვა დრო და მიწიდან ამოგთხრით! სულ ბოლოს კი დემონები მოგთხოვენ პასუხებს!”
კომენტარები