თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ იფიქროთ ამ სტატუსით ვინმეს დაკნინებას ვცდილობდე.
მე დავწერ ფაქტებს დასკვნები კი თქვენ გააკეთეთ….
ნიკოლოზ მაქარაშვილი —- მასზე საპატრიარქოს პოზიცია ვიცით მაგრამ საზოგადოებაში კვლავ ჩნდება კითხვები. რატომ ერიდება ნაწილი სასულიერო პირებისა მასზე აზრი გარკვევით დააფიქსიროს და ნათელი შეიტანოს ამ ფაქტთან მიმართებაში ჩემთვის გაუგებარია…
საზოგადოება ხედავს, რომ გარკვეულ ჯგუფს (და არც მცირე) ის წმინდანად ჰყავთ აღქმული, მის სურათებს ატარებენ, როგორც ხატს და მას როგორც ღმერთკაცს თაყვანს სცემენ. ამბობენ, რომ ნიკოლოზის მრევლი არიან. სოციალურ ქსელში შექმნილია არაერთი გვერდი, მასზე გადაღებულია ფილმები (დეტალური შინაარსის განხილვა შორს წაგვიყვანს), სადაც არაერთ ადამიანთან, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან არის ჩაწერილი ინტერვიუები. ისინი საუბრობენ ნიკოლოზის აღსრულებულ არაერთ სასწაულზე, მათ შორის მის მიერ მიწოდებული თუ გადაგდებული ბოსტნეულის და სხვადასხვა საკვების მიღებით ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე, მისი ლოცვის ძალაზე.
სწორედ ასეთი პროპაგანდა გახდა საზოგადოების ინტერესის, იქ მისვლის და ამასთანავე დაბნევის მიზეზიც. აქედან გამომდინარე ადამიანებს უჩნდებათ შეკითხვები ვინ არის ეს ადამიანი და საერთოდ რა ხდება მის თავს. მასზე პასუხი კი რაღაც გაურკვეველი, შუალედური პოზიციის დაფიქსირებით არ უნდა შემოიფარგლოს…
ვიცით, რომ მას მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს მიზეზად მისი ფსიქიკური მდგომარეობა დასახელდა…მართმადიდებლობის სახელით მასთან შეკრებილი “მრევლი” კი ფიქრობს რომ ღმერთკაცთან აქვთ საქმე…საიდან წამოვიდა, რატომ და ვინ დანერგა ეს აზრი მათში, იყენებს თუ არა “ვიღაც” ამ ადამიანს თავის სასარგებლოდ დაინტერესების შემთხვევაში რთული დასადგენი არ იქნება…
სრულიად ულოგიკოა მისი შედარება ღირს გაბრიელთან აღმსარებელთან და სალოსთან (ურგებაძე) და გაიგივება იმ ფაქტისა, რომ ისიც მისებრ დევნილია და მისი სულიერი სიმაღლეების დანახვა ყველას ვერ ძალუძს.
ამას ემატება “სწავლება”, რომ ნიკოლოზი ღირსი გაბრიელის მოწაფეა და მისი კვალის გამგრძელებელი. ამ არგუმენტით ის არ შეიძლება რამეში ცდებოდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ღირსი გაბრიელის მასზე გამოთქმული არაერთი მოსაზრება ვიცით, რომ “ნიკოლოზს რაც დაემართა ეს ურჩობის შედეგია” (სხვას აღარ დავწერ მიზეზთა გამო).
ცნობისთვის —- ღირსი გაბრიელი კომუნისტური რეჟიმის დროს იდევნებოდა, შეჩერებული ჰქონდა მღვდელმოქმედებაც, მაგრამ მას არასოდეს მიუტოვებია ეკლესიის წიაღი… და რა ხდება ნიკოლოზთან როგორც მისი მრევლი ახმოვანებს და ასაჯაროებს მის ნაწერებს (მე ვერ ვისაუბრებ მის ავთენტურობაზე) ვკითხულობთ და მათგან ვისმენთ, რომ მას თავისი განსხვავებული აზრები შემოაქვს სამების დოგმატის სწავლებაში. ერთერთ ჰიპოსტასადაც კი მიიჩნევს თავს; არ აღასრულებს ღვთის მსახურებას; არ არის ჩართული არცერთ საეკლესიო (სულ შვიდია) საიდუმლოს აღსრულებაში.
არ ემორჩილება არცერთ იერარქს და შესაბამისად გაურკვეველია ადამიანების მასთან ყოფნის მიზეზიც და სტატუსიც. ის ბერად მიიჩნევს თავს და იქცევა არაადეკვატურად. არაერთხელ შეიჭრა სხვის საკუთრებაში სადაც პოლიციის ჩარევის საჭიროებაც კი აუცილებელი გახდა. მისი “მრევლი” კი ამას ამართლებს სხვადასხვა გამოგონებული მიზეზებით.
ზემოაღნიშნულს მართმადიდებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს…
ხშირად ნიკოლოზ მაქარაშვილის პიროვნების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობის გამო, მრევლში დაპირისპირების საბაბიც ხდება, რაც ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული…”
კომენტარები