აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე გამოვა – ამის შესახებ ანდრეა ჯაღმაიძემ საპატრიარქოსთან განაცხადა.
„გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ყველა ის მითითება რაც ჯანდაცვის შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაწოდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სააღდგომო მსახურების დროს, მრევლი ტაძარში მივიდეს ცხრა საათამდე და გამოვიდეს დილის ექვს საათზე”- განაცხადა ჯაღმაიძემ. ამასთან ერთად, ანდრია ჯაღმაიძე მარლთმადიდებლებს მოუწოდებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის რეკომენდაციები და ვისაც სახლში ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ, დარჩნენ სახლებში.
კომენტარები