ამერიკელი რეპერი და დიზაინერი, კანიე უესტი მორიგ სკანდალში გაეხვა – Twitter-ში ნაცისტური სიმბოლოს, სვასტიკის გავრცელებისა და ადოლფ ჰიტლერის განდიდების გამო, მასკმა უესტის პირადი ანგარიშის განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.
მასკის განმარტებით, უესტის ქცევა სცდება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და მილიონიანი აუდიტორიის ძალადობისაკენ მოწოდება დაუშვებელია.
რეპერმა Twitter-ის მფლობელს უპასუხა – “მსაჯულად შენ ვინ დაგნიშნა?”.
უესტის განმარტებით, 2024 წელს საპრეზიდენტო კამპანიაში მისი მთავარი თემატიკა სწორედ ნაციზმი და ანტისემიტიზმი იქნება.
კომენტარები